ფეხბურთი

23:35 | 4.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნულის პარალელურად: 21-წლამდელები მზადების დასკვნით ნაწილში

საქართველოს ეროვნული ნაკრების პარალელურად ოფიციალური მატჩისთვის ემზადება 21-წლამდე ნაკრები. გია გეგუჩაძის გუნდი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირს ზესტაფონში, ჯგუფის ლიდერ ხორვატიასთან მატჩით დაასრულებს. მდგომარეობა ასეთია – რომც მოვიგოთ, ქვეჯგუფს მაინც მეოთხე ადგილზე დავასრულებთ, მაგრამ პრესტიჟის საქმეცაა.

ოთხი დღის წინ, ესტონეთში მოგებული მატჩის შემდეგ გეგუჩაძემ ნაკრებს ოთხი ფეხბურთელი დაამატა: ანრი ჭიჭინაძე ქუთაისის “ტორპედოდან”, აკაკი შულაია “მერანიდან”, რომან ჭანტურია “ჰონვედიდან”. რაც შეეხება გიორგი პაპუნაშვილს, იგი ახალგაზრდულს, ეროვნული ნაკრებიდან შეუერთდა.

შეგახსენებთ, საქართველოსა და ხორვატიის 21-წლამდე ნაკრებთა მატჩი 6 სექტემბერს, “დავით აბაშიძის” სტადიონზე გაიმართება. იგი 19:30 საათზე დაიწყება და აღსანიშნავია, რომ თამაშზე დასწრება მსურველ გულშემატკივარს უფასოდ შეეძლება.

0.116884