მიუნხენის “ბაიერნის” ჩემპიონთა ლიგის განაცხადში გიოტცეს გვარს ამოიკითხავთ, თუმცა არა ცნობილი მარიოსი, არამედ მისი უმცროსი ძმის, ფელიქსის. უეფას ახალი წესების თანახმად, ლიგის მონაწილე გუნდი ვალდებულია განაცხადში ერთი ფეხბურთელი ჰყავდეს ახალგაზრდული გუნდიდან და კარლო ანჩელოტიმ არჩევანი ფელიქს გიოტცეზე შეაჩერა, რომელიც 17 წლის გახლავთ – მისი სათამაშო პოზიცია თავდამსხმელია.
სხვათა შორის, ნიჭიერ მოთამაშეს პეპ გვარდიოლაც არ უყურებდა ცუდი თვალით და გასულ სეზონში სამჯერ მთავარ გუნდში ჰყავდა მიწვეული... რაც შეეხება მარიო გიოტცეს, მოგეხსენებათ, მან “ბაიერნი” დატოვა და დორტმუნდის “ბორუსიას” დაუბრუნდა.