ფეხბურთი

22:10 | 4.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

უეინ რუნიმ დევიდ ბექჰემი უკან მოიტოვა

უეინ რუნიმ დევიდ ბექჰემს გადაასწრო. საქმე ისაა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” კაპიტანმა დღეს, სლოვაკეთის წინააღმდეგ (1:0) ეროვნული ნაკრების რიგებში 116-ე მატჩი ჩაატარა და ამ მხრივ მეორე ადგილზე აღზევდა. ბექჰემს თავის დროზე ალბიონელთა ღირსება 115 შეხვედრაში დაუცავს. რაც რუნის, 2003 წლიდან მოყოლებული 116 თამაშში 53 გოლი აქვს გატანილი.

რუნიზე მეტჯერ ინგლისის ნაკრებში პიტერ შილტონს უთამაშია – 125. საერთოდ, “ლომების” ასიანთა კლუბში რუნისა და შილტონის გარდა, ბექჰემი, სტივენ ჯერარდი (114), ბობი მური (108), ეშლი კოული (107), ბობი ჩარლტონი (106), ფრენკ ლამპარდი (106) და ბილი რაიტი (105) არიან.

0.120225