ესპანური “ლაბორალ კუჩა”, რომლის რიგებშიც ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია ირიცხება, შესაძლოა, კიდევ ერთი მოთამაშით გაძლიერდეს. გუნდში სინჯებზე იმყოფება ფინეთის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ჯერალდ ლი, რომელიც გასულ სეზონში რუმინული “სტიაუას” ღირსებას იცავდა. 28 წლის ცენტრი (სიმაღლე 208 სმ.) ბასკურ კლუბში მოსამზადებელ ეტაპს გაივლის, რის შემდეგაც, მისი ბედი გადაწყდება.