ფეხბურთი

13:32 | 4.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

კაკაბაძე: "იმედია, გულშემატკივარი გვერდში დაგვიდგება"

საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე ავსტრიასთან მატჩის წინ იმედიანდაა განწყობილი. როგორც მან თქვა, ახალი შესარჩევი ციკლის კარგად დაწყება მნიშვნელოვანია. აქვე, მისი აზრით, ესპანეთში გატარებული პერიოდი უკვე დაეტყო, რადგან იქ განსხვავებული მოთხოვნებია ფეხბურთელებთან მიმართებაში.

„ახალი შესარჩევი ციკლი იწყება, ახალი იმედებით და იმედია ბევრი ხალხი მოვა სტადიონზე - გვერდში დაგვიდგებიან. განწყობა ბიჭებს კარგი გვაქვს და იმედია წარმატებას მივაღწევთ. ორი თვეა რაც ესპანეთში ვარ და ვთვლი, უკვე ბევრი რამ მომცა. იქ სხვა მოთხოვნებია, სხვა სისწრაფეებია. მეტოქეებიც ბევრად ძლიერი მოწინააღმდგეები გყავს და ვფიქრობ, ამ კუთხით აშკარად მომატებული მაქვს“, - განაცხადა კაკაბაძემ.

0.106271