ჩოგბურთი

17:50 | 4.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

სერენამ ნავრატილოვას რეკორდი დაამხო 

მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ამერიკელმა სერენა უილიამსმა “ამერიკის ღია პირველობის” 1/16-ფინალში შვედი იოჰანა ლარსონი 6:2, 6:1 გაანადგურა და “დიდი სლემის” ტურნირებზე 307-ე გამარჯვება იზეიმა, რითაც ლეგენდარული ჩოგბურთელის მარტინა ნავრატილოვას (306) რეკორდი დაამხო.

1/8-ფინალში სერენა ყაზახ იაროსლავა შვედოვას დაუპირისპირდება. ურთიერთშეხვედრებში უილიამსი შვედოვას 4:0-ს უგებს.

დიდი სლემის ტურნირზე მოგებული მატჩები:

  1. სერენა უილიამსი – 307
  2. მარტინა ნავრატილოვა – 306
  3. კრის ევერტი - 299
  4. შტეფი გრაფი - 278
  5. ვინუს უილიამსი – 241
0.114036