ფეხბურთი

12:37 | 4.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბაუმგალტინგერი: "საქართველოს ნაკრებმა ბოლო პერიოდში დადებითი შედეგი აჩვენა"

საქართველოსა და ავსტრიის ნაკრებთა მატჩის წინ ჟურნალისტებთან კომენტარი ავსტრიელთა ახალმა კაპიტანმა იულიან ბაუმგალტინგერმა გააკეთა. ლევერკუზენის „ბაიერის“ 28 წლის ნახევარმცველის განცხადებით, იგი რთულ მატჩს ელოდება, რადგან საქართველო კარგი გუნდია.

„ვფიქრობ, ავსტრიის ნაკრებისთვის ახალი ერა დაიწყო. რაც შეეხება ჩემს კაპიტნობას, ეს ჩემთვის უდიდესი გამოწვევაა და მიხარია, რომ ნაკრებისთვის დახმარება ისევ შემიძლია.

გასულ შესარჩევ ციკლში მიზნად ყველა მატჩში ქულების მოპოვება გვქონდა დასახული და ეს გამოგვივიდა. ახლაც იგივეს ვგეგმავთ. საქართველოს ნაკრები საკმაოდ კარგი გუნდია, რომელმაც ბოლო დროს დადებითი შედეგები აჩვენა. ვიცით, რომ დაცვაშიც და შეტევაშიც ბოლომდე დახარჯვა მოგვიწევს წარმატების მიღწევა თუ გვინდა.

მე ვფიქრობ, ბევრი არაა ისეთი ნაკრები, რომელსაც გრანდად მოვიხსენიებ. ასეთ გუნდებათ მივიჩნევ იმ ნაკრებებს, რომელთაც სტაბილურად თამაში შეუძლიათ. ჩვენ კი სწორედ ეს გვჭირდება პირველ რიგში მათ დონეზე რომ მივიდეთ“, - თქვა ბაუმგალტინგერმა.

0.1146