ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურის მატჩები გაიმართა და მოულოდნელობები არ დაფიქსირდა. ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო F ჯგუფში ჩერნოგირიამ საკვაფილიკაციო ეტაპის ერთ-ერთი სუსტი გუნდი ალბანეთი სტუმრად 40 ქულის სხვაობით გაანადგურა და ჯგუფში გალიდერდა. ბოგდან ტანიევიჩის გუნდი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ბურთების უკეთესო სხვაობით უსწრებს. ჩერნოგირია +72 აქვს, ხოლო ილიას ზუროსის გუნდს - +70. საქართველო უშუალო კონკურენტს სპორტის სასახლეში 7 სექტემბერს მიიღებს.
A ჯგუფში ლიდერებმა ბელგიამ და ისლანდიამ კვიპროსი და შვეიცარია იოლად დაამარცხეს და მოვლენები ისე ვითარდება, პირველადგილოსნის ვინაობა ამ გუნდების დაპირისპირებებში გამოვლინდება.
მორიგ სენსაციამდე ავსტრიის ნაკრებს ცოტა დააკლდა. პირველი ტურში ევრობასკეტ 2015-ის მონაწილე ჰოლანდიის ნაკრები კესტუტის კემზურას შეგირდებმა დაამარცხეს და ამჯერად გერმანიასთან დასანანი მარცხი განიცადეს. საწყისი წუთების შემდეგ ავსტრია ბოლო წუთებამდე სულ იგებდა და ერთი პერიოდ +16 დააფიქსირა, თუმცა გერმენელებმა მეტოქე ბოლო მეოთხედში გატეხეს და საბოლოოდ 61:59 მოიგეს.
მესამე ჯგუფში მხოლოდ ერთი მატჩი გაიმართა და ბოსნიამ შვედეთი მხოლოდ სამი ქულით დაამარცხა. D ჯგუფში კი პოლონეთმა და ესტონეთმა ბელარუსი და პორტუგალია დაამარცხეს და ორ-ორი მოგება დააგროვეს. ამ ჯგუფშიც პირველი ადგილი ამ გუნდებს შორის დაპირისპირებაში გაირკვევა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელის იგორ კოკოშკოვის გაწრთნილმა სლოვენიამ ბულგარეთი სტუმრად დაამარცხა. მართალია მასპინძლებმა ბოლომდე იბრძოლეს, თუმცა შეხვედრაში გარდატეხა მაინც ვერ შეიტანეს. ჯგუფის კიდევ ერთმა ლიდერმა უკრაინამ კოსოვო დაამარცხა და 7 სექტემბერს უშუალო კონკურენტ სლოვენიას სტუმრად დაუპირისპირდება.
პირველ ტურში უნგრეთთან მოულედნელად წაგების შემდეგ, დიდმა ბრიტანეთმა სიტუაცია გამოასწორა და შინ მაკედონია 17 ქულის სხვაობით დაამარცხა. უნგრეთს კი საშინაო მატჩში ლუქსემბურგთან მოგება არ გასჭირვებია და გუნდი ჯგუფში პირველ ადგილს უმიზნებს.
ჯგუფი A
კვიპროსი - ისლანდია 64:75
შვეიცარია - ბელგია 72:87
ჯგუფი B
ავსტრია - გერმანია 59:61
დანია - ჰოლანდია 72:90
ჯგუფი ჩ
ბოსნია - შვედეთი 74:71
ჯგუფი D
ბელარუსი - პოლონეთი 79:97
პორტუგალია - ესტონეთი 68:76
ჯგუფი E
ბულგარეთი - სლოვენია 78:83
კოსოვო - უკრაინა 63:70
ჯგუფი F
ალბანეთი - ჩერნოგორია 73:113
სლოვაკეთი - საქართველო 63:94
ჯგუფი G
უნგრეთი - ლუქსემბურგი 89:64
დიდი ბრიტანეთი - მაკედონია 96:79