ჩოგბურთი

11:39 | 4.09.2016 | ნანახია NaN - ჯერ

მარეი, დელ პოტრო და ვავრინკა მერვედფინალში გავიდნენ

ამერიკის ღია პირველობის 1/16-ფინალში ბრიტანელმა ენდი მარეიმ იტალიელი პაულო ლორენცო 7:6, 5:7, 6:2, 6:3 დაამარცხა. მერვედფინალში მარეის მეტოქე ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი იქნება. ურთიერთშეხვედრებში ბრიტანელი ბულგარელს 6:3-ს უგებს.

მერვედფინალში არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტროც გავიდა, რომელმაც მსოფლიო რეიტინგის მე-13 ნომერი დავიდ ფერერი 7:6, 6:2, 6:3 იოლად დაამარცხა. პირველ სეტს ესპანელი 5:2-ის გებდა, თუმცა არგენტინელმა ორი უკუბრეიკის შესრულება მოახერხა და სეტი ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა, სადაც 7:3 იმარჯვა. მეორე და მესამე სეტებში ფერერი უშანსოდ იყო. შემდეგ ეტაპზე დელ პოტრო ავსტრიელ დომინიც ტიმსს შეხვედება. აღსანიშნავია, რომ ხუან მარტინმა ამერიკის ღია პირველობაზე სამი შეხვედრა ისე მოიგო, რომ არც ერთი სეტი არ დათმო.

შვეიცარიელმა სტანისლას ვავრინკამ მძიმე ბრძოლაში ბრიტანელი დანიელ ევანსი 4:6, 6:3, 6:7, 7:6, 6:2. მეოთხე სეტის ტაი-ბრეიკზე ევანსი 6:5-ის იგებდა და მატჩ-პოინტი ჰქონდა, თუმცა ვავრინკამ მოახერხა და ტაი-ბრეიკი 10-8 მოიგო. ხოლო გადამწყვეტ მეხუთე სეტში კი სტანისლასმა მეტოქეს გამოცდილებით აჯობა. მერვედფინალში ვავრინკა უკრაინელ ილია მარჩენკოს შეხვდება.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:56 | 28.02.2019
NIKA..01 (826)

ეჰ,რონალდუს და მის ახალ გუნდს ახლა თავისი გაჭირვებიათ მეთქი ახლა მაინც მოიგებს იტალიური გუნდი და ქე გაასხეს ფაღარათიანივით,იმედია მაინც გავლენ(იმედი ბოლოს კვდებაო ).ისე,მაგარი უცნაურია,ფეხბურთში იტალიას და მის გუნდებს ვქომაგობ და რაგბში რუსების შემდეგ ყველაზე მეტად მაგათ არ ვქომაგობ

0.122184