ფეხბურთი

10:59 | 4.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

კეინი "ტოტენჰემის" ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხურთელი გახდება

ინგლისის ეროვნული ნაკრების და ლონდონის "ტოტენჰემის" თავდამსხმელი ჰარი კეინი კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას აწარმოებს. როგორც The Mirror-ი იუწყება, "მამლების" ხელმძღვანელობა მზადაა ფეხბურთელის კვირაში 50 ათასი გირვანქა სტერლინგის ნაცვლად, 120 ათასი გადაუხადოს.

კეინს კლუბთან კონტრაქი 2021 წლის ივლისამდე აკავშირებს და თუ აღნიშნული მოლაპარაკება გაოფიციალურდება, ინგლისელი "ტოტენჰემის" ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

ჰარი "სპურსის" აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელია. თავდამსხმელმს მთავარი გუნდის რიგებში 130 მატჩში 64 გოლი აქვს გატანილი. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 40 მილიონი ევროა და ინგლისის ნაკრებში კეინზე მაღალი სატრანსფერო ფასი რაჰიმ სტერლინგს აქვს. გასულ სეზონში კი ჰარი პრმემირლიგის ბომბარდირი 25 გოლით გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113451