ფეხბურთი

23:11 | 3.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ დე როსი მკაცრად დასაჯა

იტალიური “რომას” ნახევარმცველი დანიელე დე როსი ევროპა ლიგაზე სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. გამოცდილ ფეხბურთელს უეფას სადისციპლინო კომიტეტმა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში “პორტუს” მცველ მაქსიმილიანო პერეირასთან უხეშობა არ აპატია. სხვათა შორის, დანიელემ ურუგვაელი მცველი დიდი ხნით დატოვა უსაქმოდ.

დე როსი “რომას” “პლზენთან”, “ასტრასთან” და “აუტრიასთან” მატჩებში ვერ დაეხმარება. გარდა რომაული გუნდის ვიცე-კაპიტნისა, უეფამ “ჯალორისის” კიდევ ერთი ფეხბურთელი, ემერსონ პალმიერი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. მიზეზი იგივე – “პორტუსთან” მატჩში ზღვარგადასული უხეშობა...

0.122168