ფეხბურთი

17:49 | 3.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

17-წლამდელებმა ფინეთთან 0:3 წააგეს

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა პოლონეთში, "სირენკას თასზე" მეოთხე ადგილი დაიკავა. გურამ ასპინძელაშვილის გაწვრთნილებმა დღეს მესამე ადგილისთვის მატჩში 0:3 წააგეს ფინეთთან.

შეგახსენებთ, რვაგუნდიან ტურნირზე, მეოთხედფინალში ქართველებმა 3:1 სძლიეს ჩრდილოეთ ირლანდიას, ნახევარფინალში კი პენალტების სერიაში წააგეს რუმინეთთან - 0:0 (პენ. 2:4). აი, მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კი სამი გოლი ბოლო 18 წუთში გაუშვეს...

28 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე ევროპის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი ელით ქართველებს. ჯგუფის მატჩები სწორედ ფინეთში გაიმართება. ფინეთი, საქართველო, ბულგარეთი, შვედეთი - ეს ჯგუფია და ორი გუნდი გავა ელიტ-რაუნდში.

0.119776