ფეხბურთი

11:17 | 3.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

დიბალამ ბოდიში მოიხადა

ტურინის “იუვენტუსისა” და არგენტინის ეროვნული ნაკრების თავდამსმხელმა პაულო დიბალამ ბოდიში მოიხადა. როგორც ნიჭიერმა შემტევმა თქვა, მას ურუგვაისთან განსხვავებული თამაშის ჩატარება სურდა.

“მინდოდა სხვა თამაში ყოფილიყო ჩემთვის, გაძევებისთვის ბოდიშს ვიხდი. თუმცა, მთავარია, რომ გავიმარჯვეთ. ასევე, მინდა მადლობა ვუთხრა ყველა გულშემატკივარს თბილი შეტყობინებებისთვის”, - დაწერა დიბალამ ინსტაგრამის გვერდზე.

შეგახსენებთ, პაულო დიბალას არგენტინა - ურუგვაის (1:0) მატჩის პირველი ტაიმის ბოლოს ორი ყვითელი ბარათის გამო მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია. სხვათა შორის, იგი “ალბისელესტეს” სასტარტო შემადგენლობაში პირველად სწორედ ამ შეხვედრაში მოხვდა.

0.122549