ფეხბურთი

10:45 | 3.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

იტალია VS გერმანია - ნოემბერში

იტალიისა და გერმანიის ეროვნული ნაკრებები მიმდინარე წლის 15 ნოემბერს ამხანაგურად შეხვდებიან. როგორც იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდი იტყობინება, აღნიშნულ შეხვედრას მილანის “სტადიო ჯუზეპე მეაცა” უმასპინძლებს.

აქამდე მსოფლიოს ორი ოთხგზის ჩემპიონი ერთმანეთს ჯამში 34-ჯერ შეხვედრიან. აქედან 15 მატჩი “სკუადრა აძურამ” მოიგო, 11 ფრედ დასრულდა, ხოლო 8 შემთხვევაში გამარჯვებას ალემანებმა მიაღწიეს.

სხვათა შორის, ბოლოს ისინი ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში დაუპირისპირდნენ და მაშინ, ბორდოში გამარჯვება გერმანელებს ხვდათ წილად – მატჩის შემდგომ პენალტების სერიაში (ძირითადი და დამატებით დრო, 1:1). აღსანიშნავია, რომ დიდ ფორუმებზე ეს იყო გერმანიის სადებიუტო მოგება იტალიის ნაკრების წინააღმდეგ.

რაც შეეხება მილანს, ბოლო აქ იტალიამ 2014 წლის 16 ნოემბერს ხორვატიასთან ითამაშა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი და ფრეს დასჯერდა – 1:1. ასეთივე ანგარიშით დასრულდა 2013 წლის ნოემბერში იტალიისა და გერმანიის ამხანაგური მატჩი, რომელსაც ასევე “საფეხბურთო ლა სკალამ” უმასპინძლა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113491