2 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 17-წლამდე და 15-წლამდე ლიგებში სფფ-ის აკადემიის U14-მა და U15-მა გუნდებმა პირველი ტურის მატჩები გამართეს.
სფფ-ის აკადემიის 14-წლამდე გუნდი საჩხერის „ჩიხურას“ დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. პირველ ტაიმში გიორგი ხიზანიშვილის გუნდი 2:1 იგებდა, თუმცა რიცხვობრივი უმცირესობის გამო, ანგარიშის შენარჩუნება ვერ შეძლო და მეტოქემ მეორე ნახევარში ანგარიში გაათანაბრა. 14-წლამდელები მეორე ტურში სტუმრად „ლოკომოტივს“ წინააღმდეგ ითამაშებენ.
სფფ-აკადემიაU14: კაპანაძე, ვოსკანოვი, ტოფაძე, ტეფნაძე, ჩინჩალაძე, შალიკაშვილი, სიჭინავა, კვარაცხელია, ჟივიძე, თავზარაშვილი, დვალი.
შეცვლაზე შევიდნენ: თოხაძე, ლატარია.
მთ. მწვრთნელი: გიორგი ხიზანიშვილი.
გოლები: შალიკაშვილი (16), თავზარაშვილი (19).
გაძევება: შალიკაშვილი (21).
დიდი ანგარიშით 4:0 გაიმარჯვა სფფ-ის აკადემიის 15-წლამდელთა გუნდმა. მათი მეტოქეც საჩხერის „ჩიხურა“ იყო. გიორგი ნემსაძის შეგირდები მეორე ტურში ასევე „ლოკომოტივს“ დაუპირისპირდებიან.
სფფ-აკადემიაU15: ჩიკაშუა, მიქაუტაძე, გულხადარაშვილი, ოდიშერიძე, გოგოლაძე, მემარნე, აშორდია, მესიაჩენკო, კაპანაძე, ჩოთალიშვილი, ჭანია.
შეცვლაზე შევიდნენ: მიქაია, ლაფაური, ტალახაძე, ბოჭორიშვილი.
მთ. მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე.
გოლები: ჭანია (26), ჩოთალიშვილი (36), კაპანაძე (44), გოგოლაძე (58).
გაფრთხილება: მესიაჩენკო (45), ჩოთალიშვილი (74).
www.gff.ge







