ფეხბურთი

21:33 | 2.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

დე როსი ისრაელთან ვერ ითამაშებს

იტალიის ეროვნული ნაკრების და "რომას" ნახევარმცველი დანიელე დე როსი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩს ისრაელის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ფეხის ტრავმის გამო გამოტოვებს. აღნიშნული ინფორმაცია, იტალიის ფეხბურთს ფედერაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ფეხბურთელმა დაზიანება საფრანგეთთან წაგებულ ამხანაგურ მატჩში (1:3) მიიღო და პირველი ტაიმის შემდეგ მის ნაცვლად მოედანზე დანიელე რუგანი შემოვიდა. "სკუადრა აძურა" საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას ისრაელთან სტუმრად 5 სექტემბერს სტუმრად გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131353