ფეხბურთი

20:09 | 2.09.2016 | ნანახია 2999 - ჯერ

გვარდიოლამ ტურე ლიგის განაცხადს მიღმა დატოვა

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ იაია ტურე ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არ შეიყვანა. აღნიშნული ინფორმაცია "ქალაქელების" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

კლუბს არ შეეძლო განაცხადში 17-ზე მეტი უცხოელი მოთამაშე შეეყვანა. ესპანელ სპეციალისტს ჯამში 18 არაინგლისელი მოთამაშე ჰყავს, მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში 4 გაუშვა. კლუბს შეუძლია ჯგუფური ეტაპის შემდეგ ვრცელი შემადგენლობა შეცვალოს, ასე რომ, კოტდივუარელს შანსი ექნება პლეი-ოფში ითამაშოს.

აფრიკელი ნახევარმცველი 2010 წელს გადავიდა "სიტიში" და მას შემდეგ ყველა ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა გუნდს. პირველადაა, როდესაც ტურე მწვრთნელმა განაცხადს მიღმა დატოვა. როგორც ცნობილია, 2010 წელს სწორედ გვარდიოლამ იაია "ბარსელონადან" "მანჩესტერ სიტიში" გაუშვა.


კომენტარები (12)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:21 | 03.09.2016
maci1313 (16)

ყველაზე მეტად ჯიუტი მწვრთნელები არ მიყვარს, რომ ამოიჩემებენ ფეხბურთელებს, არა და მაგარია ტურე

08:56 | 03.09.2016
ტომას მიულერი (31)

პეპე ხომ არ უბერავ? ასე ათამაშებდი ერთ ადგილს ბავარიაშიც და იმიტო იყო შენი ტაკი-ტუკათი 3ნახევარფინალი რომ წაგე ესპანელებთან

00:07 | 03.09.2016
BEERTRANCE (97819)

გაეყიდათ მაინც

23:48 | 02.09.2016
O. Mertskhali (8101)

მიკვირს, რატომ არ გაყიდეს?

22:07 | 02.09.2016
BATIGOLI 9. (4375)

ათრაკებს გვარდიოლა,ასე ამოჩემება არ შეიძლება,სადაც გადაეყარა ტურეს ყველგან აწამებს

21:43 | 02.09.2016
ficxela10 (4839)

აბა ბრუცო დაჩალიჩდი 2 წელი გამოდგება ეს კაცი იუვეში

21:26 | 02.09.2016
salazar (1835)

არ შეიძლება ესე. გასაგებია, რომ სიტი მაღალ სისწრაფეებზე გადავიდა და ტურე მაგრად აგდებს ტემპს, მაგრამ ესე არ უნდა მოექცე. თან ვეღარც წავა უკვე ვერსად

21:21 | 02.09.2016
maestro10 (13745)

Turesgan ra unda bijo.... Magari 3 bukva treneria gamochndeba wels kidev ertxel.... Erti msaxiobis teatria Germania da iq mec movigeb

20:49 | 02.09.2016
FC.BAYERN+GERMANY (10046)

აჰა Y@ VIლა როა აქედანვე ეტყობა ჰაინკესი ამას ხუთასი თავით ჯობია როგორც მწვრთნელ ი

20:49 | 02.09.2016
gruz-in (5468)

ყველაზე მაგარი ტრენერი ხარ,მაგრამ ტურე დიდი ძალაა შჩმა

20:39 | 02.09.2016
KoRBeN DaLLaS (24842)

ცოტა მუხანათურაд ხო არ მოიქცა პეპო ?

20:14 | 02.09.2016
berodaviti (4285)

პლეიოფში სიტი არ იქნება, უნდა ჩავტოვოთო მესი და კომპანიამ DDD

20:18 | 02.09.2016
რენე ფერეირა (6798)

სიტი მინიმუმ 1თამაშს მაინც მოუგებს ბარსას ასე რომ ჯგუფიდან გასვლის პრობლემა არ გვექნება

23:07 | 02.09.2016
berodaviti (4285)

ან კი ან არა, ისე მოხვედრილიყო ბავარიასთან უეჭველი ჩავტოვებდით

0.13006