31 აგვისტოს 18:00 საათზე დასრულდა საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტობის მსურველთა განაცხადების მიღება. ფედერაციაში ერთადერთი – დავით ქევხიშვილის განაცხადი შემოვიდა. საქართველოს ძიუდოს ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა 2016 წლის 30 სექტემბერს გაიმართება.
ყრილობის დღის წესრიგი:
- საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის მოხსენება, ოთხწლიანი ანგარიში.
- საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები.
- ვიცე-პრეზიდენტების და აღმასკომის წევრების დამტკიცება.
- სხვადასხვა.
ყრილობის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს ხმის უფლების მქონე 36 დელეგატი.
ყრილობის მონაწილე ხმის უფლების მქონე კლუბები:
- „შევარდენი 2005“
- ძიუდოს კლუბი „ლიდერი“
- ძიუდოს კლუბი „ჯორჯია“
- ძიუდოს კლუბი „ოლიმპი“
- "ვიპ ძიუდო"
- ძიუდოს კლუბი „ხაბარელი“
- თენგიზ ნავერიანის სახელობის ძიუდოს კლუბი
- ძიუდოს კლუბი „ფალავანი“
- ძიუდოს კლუბი „დურმიშხანი“
- შსს ძიუდოს კლუბი „მებრძოლი“
- „საგარეჯო ფფ სუპერსთარზი“
- ძიუდოს კლუბი „გორი“
- ძიუდოს სპორტული კლუბი „ფშაველა“
- კაჭრეთის ძიუდოს კლუბი „გლადიატორი“
- „შავი ავაზა“
- ძიუდოს კლუბი „ელვა“
- ძიუდოს სპორტული კლუბი „ვარსკვლავი 2024“
- ძიუდოს სპორტული კლუბი „ბათუმი“
- ძიუდოს კლუბი „ჭერათხევი“
- ზეზვა შათირიშვილის სახელობის ძიუდოს კლუბი „ახმეტა“
- დავით მარგოშვილის სახელობის ძიუდოს კლუბი „პანკისი“
- ახალსოფლის ძიუდოს კლუბი „დოჯო“
- ძიუდოს სპორტული კლუბი „არსენა“
- საჩხერის სპორტული კლუბი „ფალავანი 2020“
- ძიუდოს კლუბი „ალგეთი“
- ძიუდოს კლუბი „ფრონეს ხეობა“
- ძიუდოს კლუბი „ოქროს ვერძი“