ფეხბურთი

13:19 | 2.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ინფანტინო ვიდეოგამეორების დანერგვას ემხრობა

ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო იმედოვნებს, რომ ფეხბურთში ვიდეოგამეორების სისტემა უახლოეს პერიოდში დაინერგება. ამის შესახებ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის პრეზიდენტმა იტალიისა და საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებთა ამხანაგური მატჩის (1:3) შემდეგ ისაუბრა, რომელშიც ეს სისტემა გამოსცადეს.

“ეს ისტორიული მომენტია ფეხბურთში. ყველამ ვნახეთ, რომ მსაჯს მხოლოდ რამდენიმე წამით მოუწია თამაშის შეჩერება, როცა სპეციალურმა ასისტენტმა საჯარიმო მოედნის ფარგლებში შექმნილი სადავო ეპიზოდი ვიდეოგამეორებით შეამოწმა და პენალტის დანიშვნა მიზანშეწონილად არ მიიჩნია. ახლა 2016 წელია და დროა სიახლეებზე ვიფიქროთ. იმედია მაქვს, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ამ სისტემას აქტიურად გამოვიყენებთ” - განაცხადა ინფანტინომ.

0.119932