გერმანელი ფეხბურთელის, სამი ხედირას ყოფილმა სატრფომ, ლენა გერცკემ, უკვე დაიპყრო ევროპული ბულვარული ჟურნალ-გაზეთების გარეკანები. ლენას მომხიბლველობასთან ერთად, სითამამაც უწყობს ხელს იმაში, რომ თავისი უზადო სხეული საქვეყნოდ ამზეუროს.
ლენა გერცკე ტოპ-მოდელთა კატეგორიას განეკუთვნება და მისი კარიერა ამჟამად დიდ აღმასვლას განიცდის. ხედირას ექს-გულისსწორი ამ ეტაპზე ძირითადად მადრიდში მოღვაწეობს და ხედირაზე მხოლოდ წარსული მოგონებებიღა შემორჩა, მაგრამ წარსულის ადვილად დავიწყება ვის გაუგია?
სამი ხედირას კიდევ უფრო ძველი სატრფო, ლუისა რუვერე, უფრო ბნელ წარსულში დარჩა. სკანდალების მოყვარე ჟურნალისტებმა ფეხბურთელს რამდენჯერმე კიდეც ჰკითხეს, ”შენ თუ კარგი კაცი ხარ, ძველი სატრფოები რატომ მიატოვეო”, მაგრამ ხედირას როგორც ჩანს, სათქმელის არქონის დროს, პირის დამუწვა კარგად ეხერხება.