ჭიდაობა

23:33 | 1.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიო ჩემპიონები 2 სექტემბერს ბრუნდებიან

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრები საფრანგეთიდან 2 სექტემბერს გამთენიისას დაბრუნდებიან.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალგაზრდა მოჭიდავეები მწვრთნელებთან ერთად 03:05 წუთზე ჩამოფრინდებიან.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ქალაქ მაკონში გამართულ მსოფლიო პირველობაზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ახალგაზრდა ქართველმა მოჭიდავეებმა არნახულ წარმატებას მიაღწიეს.

ქართველმა ფალავნებმა 4 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს.

მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ დავით ჩხარტიშვილი (55), რამაზ ზოიძე (66), გიორგი მელია (96) და ზვიად პატარიძე (120), ბრინჯოას მედალი კი ნუგზარ წურწუმიამ მოიპოვა (50).

0.119715