ფეხბურთი

20:38 | 1.09.2016 | ნანახია NaN - ჯერ

17-წლამდელებმა რუმინეთთან ნახევარფინალში პენალტებით წააგეს

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა პოლონეთში "სირენკას თასის" ნახევარფინალი წააგეს რუმინეთთან. ძირითადი დრო 0:0 დასრულდა, პენალტებში კი ქართველებმა 2:4 წააგეს. გურამ ასპინძელაშვილის გუნდი 3 სექტემბერს ფინეთს შეხვდება მესამე ადგილისთვის შეხვედრაში.

მეორე ნახევარფინალურ წყვილში ნორვეგიამ ფინეთს 3:2 მოუგო. ასე რომ, ფინალში ნორვეგია და რუმინეთი ითამაშებენ.

საქართველო: ბულისკერია, კვარაცხელია (55’ კაპანაძე), გელაშვილი, ჯინჯოლავა, ჯავახიშვილი (54’ გულიაშვილი), მექვაბიშვილი, ლორდქიფანიძე, ბაბუნაძე (54’ გრძელიძე), დავითაშვილი, ხარაბაძე, გაბუნია (41’ ივანიაძე)


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.066875