იამაიკის და ინგლისის ორმაგი მოქალაქეობის მქონე დანი სიმპსონმა პრემიერლიგის მოქმედ ჩემპიონ "ლესტერთან" სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა და გუნდში 2019 წლის ივლისამდე ითამაშებს.
მცველი "მელიების" რიგებს 2014 წელს "ქუინზ პარკ რეინჯერსიდან" შეუერთდა. გასულ სეზონში კი ინგლისის ჩემპიონატის მატჩებში სიმსპონი რეგულარულად თამაშობდა და "ლესტერის" გამარჯვებაში წვლილი შეიტანა.