ესპანეთის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი ალვარო არბელოა კარიერას "ვესტ ჰემში" გააგრძელებს. როგორც პრემიერლიგის კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, მცველმა ინგლისელებთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
არბელოა "ჩაქუჩებს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ესპანელი "რეალში" ბოლო 7 სეზონის განმავლობაში თამაშობდა და საერთო ჯამში "ბლანკოსის" მაისურით 237 მატჩში 6 გოლი გაიტანა.