ფეხბურთი

18:51 | 1.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვარანი იტალიასთან მატჩში საფრანგეთს უკაპიტნებს

როგორც საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ტვიტერის გვერდი იუწყება, მადრიდის "რეალის" მცველი რაფაელ ვარანი იტალიასთან გასამართ ამხანაგურ მატჩში კაპიტანი იქნება. მცველი ტრავმირებულ მეკარე უგო ლორისს შეცვლის.

ვარანმა ევროპის ჩემპიონატი ტრავმის გამო გამოტოვა. ამხანაგური მატჩის წინ ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ახლა "მამლები" უფრო ძლიერები არიან, ვიდრე ევროპის ჩემპიონატზე იყვნენ.

"სკუადრა აძურას" და საფრანგეთის დაპირისპირება დღეს, ბარიში, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117777