ფეხბურთი

18:12 | 1.09.2016 | ნანახია 1417 - ჯერ

რობი კინი ეროვნული ნაკრებიდან გააცილეს (+VIDEO)

ირლანდიის ნაკრების საუკეთესო ბამბარდირმა რობი კინმა ეროვნული გუნდის მაისურით ბოლო მატჩი ჩაატარა. 36 წლის ფეხბურთელი ირლანდიელ ქომაგებს ომანთან ამხანაგური შეხვედრის შემდეგ დაემშვიდობა. დუბლინში გამართული თამაში მასპინძლებმა 4:0 მოიგეს და ერთი გოლი კინმა მიითვალა.

“ამიერიდან ეროვნული ნაკრების თამაშს თვალს ვადევნებ როგორც გულშემატკივარი და ეს უცნაური გრძობაა. ირლანდიის ნაკრების ფანი ყოველთვის ვიყავი, უცნაური კი ის არის, რომ 19 წლის შემდეგ მხოლოდ თამაშის ყურებით უნდა შემოვიფარგლო და მასში მონაწილეობას ვერ მივიღებ. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს გუნდს, დარწმუნებული ვარ ეს თაობა ბევრს მიაღწევს” - აღნიშნა მატჩის შემდეგ კინმა, რომელიც ეროვნული ნაკრების ღირსებას 1998 წლიდან იცავდა და 146 მატჩში 68 გოლი გაიტანა. ჩატარებული მატჩებითაც და გოლების რაოდენობითაც ის ირლანდიის ნაკრების რეკორდსმენია.

ირლანდიის ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მეტოქეა.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:20 | 03.09.2016
alfadhirhaiti (7530)

ამის დედა *****ი, რაც ამას საქართველოს ნაკრები ყავს გამწარებული, უჯიშო დაღესტნელებს არ უტკენიათ ეგრე საქაე
რთველოსთვის...

08:29 | 02.09.2016
DeLTa (240)

Awi gveshveleba vitom?

18:41 | 01.09.2016
gio--83 (4097)

შვაინაც გააცილეს გუშინ და დაგეწერათ ერთი ორი სიტყვა, მაგრად არ წყალობთ გერმანულ ფეხბურთს ამ საიტზე

22:57 | 01.09.2016
ტომას მიულერი (31)

არაუშავს, ამათ მესი უყვართ და არც გერმანელები წყალობენ მესის სამაგიეროდ

18:31 | 01.09.2016
KoRBeN DaLLaS (24842)

მევასებოдა რობი. ჯიგრიანი ფეხბურთელია дა არც ჩვენს ცოдვაში ჩაუдგამს ფეხი. მგონი არ აქვს ჩვენი ნაკრებისთვის გატანილი ხო ? DDDDDDDbzbzbzDD

00:22 | 02.09.2016
gk237 (13)

ღადაობ? ლეკებს არ აუოხრებიათ ეგრე დარიალის კარი

0.133144