ახალგაზრდა ქართველი ფორვარდი რომან ჭანტურია უნგრეთის კლუბში, ბუდაპეშტის "ჰონვედში" გააგრძელებს კარიერას. ამის შესახებ იტალიური საიტები იუწყებიან.
როგორც იცით, წინა სეზონში ჭანტურია "ემპოლის" პრიმავერადან (ახალგაზრდული) ძირითად გუნდში დააწინაურეს, მაგრამ თავდასხმაში დიდი კონკურენციაა და ფეხბურთელიც უნგრეთში გაანათხოვრეს. რომან ჭანტურია საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელია.
"ჰონვედი" უნგრეთის კვალობაზე სახელიანი კლუბია. მწვრთნელი იტალიელი ჰყავს - მარკო როსი.