იტალიის ჩემპიონმა ტურინის “იუვენტუსმა” ლონდონის “ჩელსიდან” ხუან კუადრადო დაიბრუნა. როგორც ტურინული გრანდის ვებგვერდი იტყობინება, კოლუმბიელი ფეხბურთელი იტალიაში ორწლიანი საიჯარო ხელშეკრულებით გადაბარგდა, რაც “იუვეს” 5 მილიონი ევრო დაუჯდა.
კუადრადომ გასული სეზონი ასევე განათხოვრების წესით “იუვენტუსში” გაატარა, რომლის რიგებშიც 40 მატჩი ჩაატარა და 5 გოლის გატანა მოახერხა. ფეხბურთელი ივნისში “ჩელსის” დაუბრუნდა, მაგრამ ანტონიო კონტე მას არ სწყალობდა, თვითონაც იტალიაში დაბრუნების დაუოკებელ სურვილს გამოთქვამდა და გარიგებაც შედგა.