ფეხბურთი

10:51 | 1.09.2016 | ნანახია 1972 - ჯერ

“ვალენსიამ” ორი ცენტრალური მცველი გაიფორმა

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ესპანურმა “ვალენსიამ” ერთბაშად ორი ფეხბურთელი დაიმატა და ორივე ცენტრალური მცველი. როგორც “ღამურების” ვებგვერდი იტყობინება, “მესტალიაზე” ამიერიდან ეზეკიელ გარაი და ელიაკიმ მანგალა ითამაშებენ.

არგენტინელმა “ვალენსიასთან” 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო მანგალა 2017 წლის 30 ივნისამდე იჯარით დარჩება პირინეიზე.

გარაი ბოლოს სანქტ-პეტერბურგის “ზენიტში” თამაშობდა, ხოლო მანამდე სახელი ლისაბონის “ბენფიკაში” თამაშით გაითქვა. რაც შეეხება მანგალას, იგი “მანჩესტერ სიტის” საკუთრებაშია, თუმცა პეპ გვარდიოლას გეგმებში ფრანგი ვერ ჯდებოდა და ამიტომ, “ვალენსიას” მიაშურა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:42 | 01.09.2016
Mister G (49)

გარაიმ ბენფიკაში გაითქვა სახელი, ხოო, რეალი აბა რა გუნდია მაგრები ხართ რა

17:12 | 01.09.2016
KoRBeN DaLLaS (24842)

რეალი რომელია ? თეთრი ფორმებით რო თამაშობენ ხოლმე дა გაყიдული მაიკებით რო გააქვთ თავი ხო ? DDDDDDDDD

17:33 | 01.09.2016
Mister G (49)

ფეხბურთელებს რომ ყიდიან და მერე იგივე ფეხბურთელები ლიგიდან რომ აპანჩურებენ

10:58 | 01.09.2016
Torres9 (12692)

სერიოზული შევსებაა,ჩემი აზრით ვალენსიას ყველაზე მეტად შეტევაში უჭირს

0.142853