სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

1:37 | 1.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჩერნოგორიამ ასევე დიდი ანგარიშით იმარჯვა

ჩერნოგორიის საკალათბურთო ნაკრებმა, რომელიც 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს უმთავრეს მეტოქედ მიიჩნევა, პირველ შეხვედრაში ასევე იოლი გამარჯვება იზეიმა. ბოგდან ტანიევიჩის შეგირდები პოდგორიცაში სლოვაკეთს დაუხვდნენ და 97:65 გაანადგურეს.

მეტოქის სისუსტიდან გამომდინარე, მასპინძელთა თავკაცმა განაცხადში მყოფ 12-ვე კალათბურთელს საკმაო დრო დაუთმო, მათგან ხუთმა კი 11 და მეტი ქულა ჩააგდო.

საუკეთესო 28 წლის მსუბუქი ფორვარდი ვლადიმირ დაშიჩი იყო, რომელმაც ოც წუთში 17 ქულა, 9 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ორმაგ დუბლს (13 ქულა, 10 მოხსნა) გამორჩა 24 წლის მძიმე ფორვარდი მარკო ტოდოროვიჩი.

ჩერნოგორიელებმა საწყისი 3 მეოთხედი დამაჯერებლად ჩაატარეს, დასკვნითი ათწუთეული კი 20:21 დათმეს. მათ სტუმრებს მოხსნებში 45:28 აჯობეს, პასებში კი – 28:14. სლოვაკთა რიგებში საუკეთესონი მიხალ ბატკა (14 ქულა, 8 მოხსნა) და ბორის ბოიანოვსკი (12 ქულა) იყვნენ.

3 სექტემბერს F ჯგუფში კვლავაც 2 მატჩი შედგება. ჩერნოგორიელები ალბანეთს ესტუმრებიან, სლოვაკეთი კი საქართველოს უმასპინძლებს.

აქვე საკვალიფიკაციო ტურნირის პირველი ტურის ყველა შედეგიც.

A ჯგუფი

ბელგია – კვიპროსი 65:46

ისლანდია – შვეიცარია 88:72

B ჯგუფი

გერმანია – დანია 101:75

ჰოლანდია – ავსტრია 72:75

C ჯგუფი

რუსეთი – ბოსნია-ჰერცეგოვინა 83:54

D ჯგუფი

ესტონეთი – ბელარუსი 81:62

პოლონეთი – პორტუგალია 83:57

E ჯგუფი

უკრაინა – ბულგარეთი 79:69

სლოვენია – კოსოვო 113:68

F ჯგუფი

საქართველო – ალბანეთი 86:47

ჩერნოგორია – სლოვაკეთი 97:65

G ჯგუფი

უნგრეთი – დიდი ბრიტანეთი 96:77

მაკედონია – ლუქსემბურგი 92:83

ჩერნოგორია – სლოვაკეთი 97:65 (22:13, 28:15, 27:16, 20:21)

ჩერნოგორია: ვუჩევიჩი (20 წ. 12 ქ. 6 მ.), მიჰაილოვიჩი (17 წ. 5 ქ. 9 პ.), პავლიჩევიჩი (9 წ.), რადონჩიჩი (16 წ. 3 ქ.), ნეედამი (17 წ. 8 ქ.), ტოდოროვიჩი (20 წ. 13 ქ. 10 მ. 3 პ.), დუბლევიჩი (20 წ. 12 ქ. 4 მ. 4 პ.), ივანოვიჩი (19 წ. 11 ქ. 3 მ.), ვრანიეში (15 წ. 8 ქ.), დურიშიჩი (17 წ. 6 ქ. 4 მ.), დაშიჩი (20 წ. 17 ქ. 9 მ.), პოპოვიჩი (10 წ. 2 ქ.).

მწვრთნელი: ბოგდან ტანიევიჩი.

სლოვაკეთი: კრაიჩოვიჩი (4 წ. 2 ქ.), ბალდოვსკი (19 წ. 8 ქ.), იასი (21 წ. 3 პ.), ზიაკი (18 წ. 9 ქ.), ბილიკი (22 წ. 4 ქ.), მილოშევიჩი (17 წ. 8 ქ.), კორნერი (26 წ. 4 ქ. 4 მ. 3 პ.), ბაჩანი (6 წ. 3 ქ.), ბელავი (1 წ.), ბატკა (34 წ. 14 ქ. 8 მ.), ბოიანოვსკი (13 წ. 12 ქ.), ტოტი (18 ქ. 1 ქ. 3 პ.).

მწვრთნელი: ივან რუდეჟი.

ორქულიანები

62.5% – 39.0%

სამქულიანები

37.5% – 27.8%

საჯარიმო სროლები

62.5% – 75%

მოხსნები

45 (16) – 28 (9)

პასები

28 – 14

შეცდომები

15 – 19

ჩაჭრები

8 – 10

დაფარებები

0 – 0

ჯარიმები

19 – 20

ქულები სწრაფი გარღვევისას

15 – 4

უდიდესი ლიდერობა

39 – 0

ქულები სამწამიანი ზონიდან

52 – 28

სათადარიგოების ქულები

49 – 42

ქულები მეტოქის შეცდომის შემდეგ

18 – 8

ე.წ “მეორე შანსის” ქულები

19 – 9

უდიდესი “გაქცევა”

11:0 – 5:0

ლიდერობა დროის მხრივ

39:43 წ. – 00:00 წ.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.130984