ფეხბურთი

0:42 | 1.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსის" 70 მილიონი და უკან დაბრუნებული დავიდ ლუიზი

ბრაზილიის ნაკრების მცველი დავიდ ლუიზი ლონდონის “ჩელსიში” დაბრუნდა. ამის შესახებ “არისტოკრატთა” ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება. 29 წლის ფეხბურთელი “სტემფორდ ბრიჯს” 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაუბრუნდა.

დავიდ ლუიზი “ჩელსიში” 2011-2014 წლებში თამაშობდა და ამ გუნდის მაისურით პრემირლიგაში ჩატარებულ 81 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი. იგი “პარი სენ ჟერმენში” ორი წლის წინ სწორედ “ჩელსიდან” გადავიდა 60 მილიონად. პარიზში მან ლიგა 1 ორჯერ მოიგო და ისევ ნისლიან ალბიონზე დაბრუნდა.

გარდა ამისა, სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, ანტონიო კონტეს გუნდმა კიდევ ერთი მცველი გაიფორმა. ამჯერად მარცხენა მცველი მარკოს ალონსო. ესპანელი ფეხბურთელის ტრანსფერი ლონდონურ გრანდს 27 მილიონი ევრო დაუჯდა. ალონსო 2013 წლიდან მოყოლებული ფლორენციის “ფიორენტინაში” თამაშობდა და იტალიაში 85 შეხვედრაში 5 გოლი გაუტანია. მან “ჩელსისთან” 2021 წლამდე გააფორმა ხელშეკრულება.

0.145971