ფეხბურთი

0:29 | 1.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბოლო დღეს გუნდი ბალოტელისაც გამოუჩნდა...

როგორც იქნა იტალიელ მარიო ბალოტელის საშველი დაადგა – 26 წლის აპენინელი ფორვარდი 2016-2017 წლების სეზონს “ნიცაში” გაატარებს. როგორც ფრანგული გუნდის ვებგვერდი იტყობინება მარიოს ტრანსფერი მათ 4.5 მილიონი ევრო დაუჯდათ.

“ძალიან ბედნიერები ვართ მარიოს ყიდვით – იმედია, “ნიცა” მისთვის ნამდვილი სახლი გახდება და სიამოვნებით ითამაშებს. ვიცით, რომ არ იქნება ადვილი, მაგრამ სურვილთან ერთად ყველაფერი შესაძლებელია”, - თქვა “ნიცას” პრეზიდენტმა ჟან-პიერ რივერმა.

ბალოტელი “ლივერპულის” საკუთრებაშია, თუმცა იგი იურგენ კლოპის გეგმებში ვერ ჯდებოდა და “წითლები” კარგა ხანია მის გასხვისებას ცდილობდნენ, მაგრამ ამაოდ. ორივე მხარეს საშველი სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს დაადგა...

0.12562