ფეხბურთი

0:55 | 1.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ახალგაზრდული ნაკრების მატჩისწინა ვარჯიში

1 სექტემბერს ტალინის "ა ლე კოქ არენაზე" საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ესტონეთთან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩს გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

გუშინ გია გეგუჩაძემ გუნდი მატჩამდე ბოლოჯერ ავარჯიშა. ფეხბურთელები თავს კარგად გრძნობენ. ერთადერთი გამონაკლისი თბილისის "დინამოს" მცველი თორნიკე კირკიტაძეა. მას ფეხის ტკივილის გამო არც გუშინ უვარჯიშია და კირკიტაძის ესტონეთთან თამაში საბოლოოდ გამოირიცხა.

მეკარეები: ლაზარე კუპატაძე (ლოკომოტივი), ოთო გოშაძე (საბურთალო), ბექა ქურდაძე (საბურთალო);

მცველები: თორნიკე კირკიტაძე (დინამო თბ), გრიგოლ ჩაბრაძე (საბურთალო), გიორგი თევზაძე (დინამო თბ), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), ჯემალ ტაბიძე (გენტი, ბელგია), დაჩი ცნობილაძე (სამტრედია), დავით უბილავა (ლოკომოტივი);

ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი (დინამო თბ), გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო), გიორგი გოროზია (სტაბეკი, ნორვეგია), ვალერიან გვილია (ბატე, ბელარუსი), საბა ლობჟანიძე (ჩიხურა), ლევან ნონიკაშვილი (დილა), მათე ცინცაძე (დინამო თბ);

თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა (ეთნიკოსი, კვიპროსი), გიორგი ბერიძე (გენტი, ბელგია), ბაჩანა არაბული (სამტრედია), ბუდუ ზივზივაძე (სამტრედია).

www.gff.ge

0.131981