ჭადრაკი

21:32 | 31.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

მორჩიაშვილმა მე-8 ადგილზე დაასრულა

ირანულ ჰამედანში დასრულდა საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი, რომელშიც საქართველოს ღირსებას ბაჩანა მორჩიაშვილი (2371) იცავდა.

მორჩიაშვილმა 9 ტურის განმავლობაში 5 გამარჯვება იზეიმა, 2 პარტია ფრედ დაასრულა, ორშიც კი დამარცხდა. შედეგად, ქართველმა მოჭადრაკემ 6.0 ქულა მოაგროვა და დამატებითი მაჩვენებლებით მე-8 ადგილი ერგო.

ტურნირის ჩემპიონი ლატვიელი ალექსეი შიროვი (2674) გახდა 7.0 ქულით, მეორე-მესამე ადგილებზე კი სომხები – ჰოვანეს გაბუზიანი (2590) და ჰოვიკ აირაპეტიანი (2453) გავიდნენ 6.5-6.5 ქულით.

ჰამადანშივე მოჭადრაკეები ერთმანეთს ბლიცშიც გაეჯიბრნენ, სადაც მორჩიაშვილმა 11 ტურში 7.5 ქულა მოაგროვა და მე-18 პოზიცია ერგო.

0.11575