ფეხბურთი

1:19 | 31.08.2016 | ნანახია 736 - ჯერ

ოქრიაშვილი "მარსელის" ფეხბურთელია

თორნიკე ოქრიაშვილი მარსელის "ოლიმპიკის" ფეხბურთელია. აღნიშნულ ინფორმაციას ფრანგული გამოცემები ავრცელებენ. რაც შეეხება უშუალოდ "ოლიმპიკს", ჯერ ოფიციალური განცხადება კლუბს არ გაუვრცელებია, თუმცა ეს ალბათ უკვე დღეს მოხდება. ჯერჯერობით უცნობია კონტრაქტის დეტალები.

ცნობილია, რომ თორნიკემ სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა - კლუბსა და ფეხბურთელს შორის მოლაპარაკებები დაახლოებით ერთი თვე მიმდინარეობდა და როგორც ჩანს, ყველა პირობაზე საბოლოოდ შეთანხმდნენ.

თორნიკე ოქრიაშვილს რეკომენდაცია "ფრანს ფუტბოლის" ინფორმაციით, "მარსელის" სპორტულმა დირექტორმა განტერ იაკობმა გაუწია, რომელიც ქართველ შემტევს ბელგიური "გენკიდან" იცნობს. მოგეხსენებათ, ოქრიაშვილი სწორედ ამ გუნდის საკუთრებაში იყო, თუმცა "გენკმა" მასთან თანამშრომლობის გაგრძელება არ ისურვა. გასული სეზონის მეორე ნახევარი კი 24 წლის ფეხბურთელმა იჯარით თურქულ "ეშქისერიჰსფორში" გაატარა.


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

07:22 | 24.12.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

მე უფრო ნაკრებში მაინტერესებს მისი გამოსვლა

07:21 | 24.12.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

იმედია ნაკრებშიც ესე გამოვა

07:21 | 24.12.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

მკაია ბითაძე რომ იხოდება

10:56 | 16.11.2023
liberaltmtyvneli123 (418)

15 ქულა

10:56 | 16.11.2023
liberaltmtyvneli123 (418)

დღეს ორმაგი დუბლი დადო. . .25 ქულა 11 მოხსნა

16:44 | 15.11.2023
კართაგენი28 (12606)

დაახლოებით 10 წელია ლიგაში ქულების დაგროვება გაცილებით მარტივი გახდა და მაინც ვერავინ შეძლო მჯ კარიერის საშუალო დაემხო . Ყველაფერს თავი დავანებოთ ( როგორ დავანებოთ ) და მხოლოდ მაგიტომაც არის ულაპრაკოდ ყველა დროის საუკეთესო . Ტიპმა ისეთ ეპოქაში დააგროვა 30 საშუალო სადაც 100+ ქულა არ იყრებოდა საშუალოდ

16:35 | 15.11.2023
კართაგენი28 (12606)

სასიამოვნოა ბითაძის სტატისტიკა , მაგრამ ამ ორლანდოში ერთედერთი დაცვითი ფუნქციების გამო უნდა მიიღოს დრო და ისევ ბევრი ლაფსუსი აქვს

15:32 | 15.11.2023
Erovnuli-Nakrebi (11812)

ძალიან მაღალი დონეა ამერიკაში! ევროპული კალათბურთი ამათთან შედარებით ნუ რავი ...

14:58 | 15.11.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ბითაძე ნელნელა უმატებს

0.064932
736