ფეხბურთი

23:19 | 30.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე ოქრიაშვილი "მარსელში" სამედიცინო შემოწმებას გაივლის

საქართველოს ნაკრების წევრი საფრანგეთის ერთ-ერთ სახელოვან გუნდ მარსელის „ოლიმპიკში“ გადადის. ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა France football-ის ცნობით, 24 წლის შემტევი უკვე მარსელშია და სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის, რის შემდგომაც კონტრაქტსაც ხელს მოაწერს.

როგორც ცნობილი ხდება, ტიტულოვან ფრანგულ კლუბს ოქრიაშვილი „გენკის“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა განტერ იაკობმა ურჩია, რომელიც უკვე ერთი თვეა იგივე თანამდებობას „ოლიმპიკში“ იკავებს.

0.116864