ცნობილი ჩეხი ფეხბურთელი ტომაშ როსიცკი სამშობლოში დაბრუნდა და ამიერიდან პრაღის „სპარტას“ ღირსებას დაიცავს. 36 წლის შემტევმა ნახევარმცველმა ჩეხეთის ყველაზე სახელოვან კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და 10 ნომრიანი მაისურიც მოირგო. „სპარტას“ გამოცდილი ფეხბურთელის სანაცვლოდ თანხა არ გაუღია, რადგან „არსენალიდან“ წამოსვლის შემდგომ როსიცკი თავისუფალი აგენტი გახლდათ.
ტომაშ როსიცკი „სპარტაში“ ადრეც თამაშობდა - 1998-2001 წლებში. 15 წლის წინ, კი მისი უცხოური კარიერა დორტმუნდის „ბორუსიადან“ დაიწყო და მერე ლონდონის „არსენალით“ გაგრძელდა.