ახლა უკვე ოფიციალურად “მანჩესტერ სიტის” ექსმეკარე ჯო ჰარტი იტალიური “ტორინოს” მეკარეა. 29 წლის ინგლისელმა ტურინულ გუნდში სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და დამდეგ სეზონს აპენინზე იჯარის წესით გაატარებს. ზაფხულში კი, "ხარებს" მისი გამოსყიდვა შეეძლებათ. ინგლისის ნაკრების კიპერის დამატება პრემიერლიგურ “სანდერლენდსაც” სურდა, მაგრამ როგორც ჩანს, იტალიელებმა უფრო მოინდომეს.
ჰარტს მშობლიური “სიტის” მას შემდგომ მოუხდა, რაც მანჩესტერში პეპ გვარდიოლა მივიდა. ესპანელის გეგმებში გამოცდილი მეკარე ვერ ჩაჯდა და ჰარტმა მესამე მეკარეობას “ტორინოში” გადაბარგება არჩია.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ჯობდა ევერტონში წასულიყო
ევერტონი არ ჯობდა ახლა ამას
რა ამჟავებული სახე აქვს, ეტყობა არ უნდა წასვლა
ინგლისის პრობლემა იმაშია რო მეკარე ტოპ გუნდში უნდა თამაშობდეს. ერთი მეკარე ვერ მოიძებნა ამხელა ლეგების პატრონ(მოცქნულ) ქვეყანაში?
მწვრთნელი აღარ ყავთ ერთის გარდა ინგლისის გუნდებში ინგლისელი
:დ