ბათუმის "დინამომ" მშვენივრად დაიწყო გარდამავალი ჩემპიონატი და შვიდგუნდიან ჯგუფში ლიდერია, თანაც გოლებიც მრავლად გააქვს. სიახლე ისაა, რომ კლუბის ყველა ასაკობრივი გუნდი და ძირითადებიც ერთნაირად შეიმოსნენ. საერთოდ, ბათუმის "დინამო" ბოლო წლებში ამ კუთხითაც პროგრესირებს – არა მხოლოდ შედეგით.
“ჩვენი ყურადღების სფერო არის არა მარტო პირველი გუნდი, არამედ ასაკობრივი გუნდებიც. 9 ასაკობრივი გუნდის 450-ზე მეტი აღსაზრდელი! 18 მწვრთნელიც. ასაკობრივი გუნდების ადმინისტრატორი, ექიმი, მეკარეების მწვრთნელი და ეს ყველაფერი ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარების მენეჯერ გელა შეყილაძესთან ერთად.
აუცილებელია ყურადღების მიქცევა მომავალ თაობაზე, ისინი ხომ ბათუმის "დინამოს" ხვალინდელი დღეა. მოხარული ვარ, რომ პირველ გუნდში მრავლად არის ადგილობრივი საფეხბურთო სკოლებში აღზრდილი ფეხბურთელები და მჯერა, ასე იქნება მომავალშიც...
წარმატებებს ვუსურვებ ყველას, ვინც ბათუმის "დინამოს" ხვალინდელ დღეს ემსახურება. ჩვენ დიდი ოჯახი ვართ” - განაცხადა ბათუმის "დინამოს" დირექტორმა ოთარ ფედიჩკინმა.