იტალიის სერია A-ს მეორე ტურში “სასუოლომ” “პესკარა” საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა, მაგრამ დღეს, ლეგა კალჩოს სადისციპლინო კომიტეტმა აღნიშნული შედეგი გააუქმა და მასპინძელ გუნდს ტექნიკური მარცხი, 0:3 ჩაუთვალა.
ამის მიზეზი კი, ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდის ახალწვეული ანტონიო რაგუზა გახლავთ. როგორც ირკვევა, “სასუოლოს” რაგუზა 25-კაციან განაცხადში არ ჰყავდა შეყვანილი, მაგრამ “პესკარასთან” მატჩში 65-ე წუთიდან მოედანზე იმყოფებოდა.
აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, “სასუოლოს” 3 ქულა ჩამოეჭრა და ამდენივე დარჩა ორი ტურის შემდეგ, ხოლო “პესკარას” პირიქით – 4 ქულა გაუხდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
იტალიანო მაფიოზა პაპარაცი
მე მეგონა მარტო საქართველოში თუ მოხდებოდა ეგეთი DDDDDDDDDDDDDDDD
საქართველოში როდის მოხდა შემახსენე
იტალილებიც კაი მძრ@ ველბი არიან
Vax bijos... Saqartveloshi ar xdeba masetebi ras aketebt makaronebo
აბა კაცო, იტალიაში ხდება მარტო, სამეფო კლუბს ეგეთები არ შეეშლება
ჩერიშევიც მოუგზავნეს აშკარად

Samefo klubi.... Pirvelad mesmis romeli gundia?
ხეტაფე, რა მიხვედრა უნდა