33 წლის ამერიკელმა კალათბურთელმა ჯეიმს უაიტმა საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო და კონტრაქტი “პეტროჩიმისთან” გააფორმა, რომელიც ირანის ჩემპიონატში თამაშობს.
ცნობისთვის, უაიტს თავის დროზე ნბა-ში “ნიუ იორკის”, “სან ანტონიოს” და “ჰიუსტონის” ღირსება დაუცავს, ამას გარდა კი, იტალიური “სკავოლინის”, “დინამო სასარის”, თურქული “ფენერბაჰჩეს”, რუსული “სპარტაკის” და “უნიკსის” და ხორვატული “ცედევიტას” მაისურითაც უთამაშია.