ლონდონის “ტოტენჰემის” აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი ნასერ ჩადლი ამიერიდან “ვესტ ბრომვიჩ ალბიონში” ითამაშებს. ამის შესახებ ინგლისური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება. “ვესტ ბრომვიჩს” 27 წლის ბელგიელის შეძენა 13 მილიონი ევრო დაუჯდა, რაც ამ კლუბის ისტორიაში ყველაზე მაღალფასიანი ტრანსფერია.
ნასერ ჩადლი “ტოტენჰემში” 2013 წელს ჰოლანდიური “ტვენტედან” გადავიდა და დღემდე “დეზების” რიგებში ჩატარებულ 119 მატჩში 25 გოლის გატანა შეძლო. ნასერი ბელგიის ნაკრების წევრიცაა 2011 წლიდან და “წითელი ეშმაკების” მაისური 32-ჯერ ჩაუცვამს.
სხვათა შორის, მას 2010 წელს ერთი შეხვედრა მაროკოს ნაკრებშიც აქვს ნათამაშები – სწორედ ამ ქვეყნიდანაა ჩადლი წარმოშობით.