ფეხბურთი

12:29 | 30.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

სტეფანო ოკაკა პრემიერლიგაში დაბრუნდა

ბრიუსელის “ანდერლეხტის” აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი სტეფანო ოკაკა ამიერიდან ინგლისურ “უოტფორდში” ითამაშებს. როგორც ალბიონური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, მან სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

იტალიელი შემტევისთვის ინგლისი ნაცნობი ადგილია – 2011 წელს იგი “რომას” იჯარით “ფულჰემში” ჰყავდა გაშვებული, რომლის რიგებშიც 11 მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა.

რაც შეეხება “ანდერლეხტს”, მას სტეფანო ერთი წლის წინ გენუის “სამპდორიადან” შეუერთდა და მთლიანობაში 49 შეხვედრაში 17 გოლით შეეწია.

0.113811