ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტმა შესაძლოა, “მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელი სერხიო აგუერო დასაჯოს. როგორც ცნობილი ხდება, არგენტინელი სამმატჩიანი დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშეა – კერძოდ, პრემიერლიგის ბოლო ტურში “ვესტ ჰემთან” მატჩისას იგი მეტოქე უინსტონ რეიდს არასპორტულად ეთამაშა, რაც აღნიშნული მატჩის არბიტრ მარინერს გამორჩა, მაგრამ ფეხბურთის ასოციაციას – არა.
თუ ასე მოხდა და აგუერო დასაჯეს, მაშინ მას 10 სექტემბერს, “ოლდ ტრაფორდზე” გასამართი მანჩესტერული დერბი გაუცდება. სხვათა შორის, კუნმა იმავე “ვესტ ჰემთან” მატჩისას ტრავმა მიიღო და სანაკრებო ბატალიები ამის გამო უცდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სიმპატიური გუნდია და სულშერის ხელში ლამაზად თამაშობენ ზაფხულში მცველებსაც იყიდიანდა ჩემპიონობის შანსი ექნებათ.
ბრავო!
განახევრებული შემადგენლობითაც თუ მოიგებდნენ ნაღდად არ მეგონა.
კარგი იქნება მეოთხეზე თუ გავლენ.
იქით ევროპა ლიგაზე დახოცონ ერთმანეთი ლონდონელებმა, ლიგის საგზურისთვის : )