კალათბურთი

1:49 | 30.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ნაკრების ღია ვარჯიში

საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა მოსამზადებელი ეტაპი დაასრულა და 31 აგვისტოდან 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში ჩაებმება.

30 აგვისტოს, თბილისის სპორტის სასახლეში (26 მაისის მოედანი), საქართველოს ნაკრები ვარჯიშს გამართავს, რომლის დასკვნითი ნაწილი ჟურნალისტებისთვისა და დაინტერესებული გულშემატკივართათვისაც ღია იქნება.

მას-მედიის წარმომადგენლებსა და ნაკრების წევრებთან შეხვედრის მსურველებს ვთხოვთ, მობრძანდნენ სპორტის სასახლეში 30 აგვისტოს, 20:15 საათისთვის.

www.gbf.ge

0.116257