ფეხბურთი

1:07 | 30.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

17-წლამდელთა პირველი მეტოქე ჩრდილოეთ ირლანდიაა

აზერბაიჯანის 17-წლამდე ნაკრებთან მოგებული ორი ამხანაგური მატჩის შემდეგ (3:1 და 4:1), საქართველოს 17-წლამდე ნაკრები პოლონეთში გაემგზავრა, სადაც ტრადიციულ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

2016 წლის “სირენკას თასზე” რვა ქვეყნის ნაკრებია მიწვეული: საქართველო, ნორვეგია, ლიტვა, ფინეთი, ჩრდ. ირლანდია, უკრაინა, რუმინეთი და მასპინძელი პოლონეთი.

გურამ ასპინძელაშვილის გუნდი პირველ მატჩს 30 აგვისტოს, ჩრდ. ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს. მომდევნო მეტოქე კი სწორედ ამ მატჩის შედეგზე იქნება დამოკიდებული – ასეთია გათამაშების სისტემა. საქართველოს 17-წლამდე ნაკრები 1 სექტემბერს რუმინეთ-უკრაინის წყვილიდან ერთ-ერთს შეხვდება.

დარჩენილი ორი წყვილი კი ასეთია: ნორვეგია-ლიტვა, პოლონეთი-ფინეთი.

0.115409