ესპანეთის ლა ლიგა, გნებავთ, პრიმერადივიზიონი დღეს საკლუბო ჩემპიონატებს შორის ნომერ პირველია და ბუნებრივია, მის მიმართ ინტერესი თუ მოლოდინი, ყოველთვის გაორმაგებულია. ლა ლიგის 2016-2017 წლების სეზონი ორი ტურია რაც დაიწყო და საინტერესო იქნება გავიგოთ, თუ რომელ გუნდს მიიჩნევს WORLDSPORT.GE-ს მკითხველი მთავარ ფავორიტად საჩემპიონო მარათონში.
ორი ტურის შემდგომ სამი გუნდია, რომელსაც ჯერ ქულაც არ დაუკარგავს - "ბარსელონა", "რეალი" და რაც უნდა გასაკვირი იყოს, მოკრძალებული "ლას პალმასი". მეტიც, ეს უკანასკნელი ბურთების უკეთესი შეფარდების გამო, საერთოდ ლიდერია...