ფეხბურთი

17:49 | 29.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბოატენგს სოლიდარობისთვის დააჯარიმებენ

ესპანური “ლას პალმასის” განელ ნახევარმცველ კევინ პრინს ბოატენგს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია დასჯის. საქმე ისაა, რომ აფრიკელმა ფეხბურთელმა გუშინ “გრანადას” კარში გატანილი გოლის შემდეგ მაისური დაიჭირა, წარწერით: FORZA ITALIA – ბოატენგმა გოლი იტალიაში, კერძოდ, ამატრიჩეში მომხდარი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილებს მიუძღვნა და ამ ჟესტით თავისი მხარდაჭერა გამოხატა იტალიისადმი.

მიუხედავად სოლიდარული საქციელისა, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია კრძალავს სტადიონზე ნებისმიერი სახის მაისურის გამოფენას, რომელზეც ნახატები, სარეკლამო წარწერები თუ ჩვეულებრივი წარწერებია გამოსახული, მიუხედავად მათი შინაარსისა.

ბოატენგს 3 ათასი ევროთი დაჯარიმება ემუქრება. სხვათა შორის, დაახლოებით იგივე მიზეზით 2010 წელს “ესპანიოლში” მოთამაშე ხოსე კალეხონიც დააჯარიმეს, როდესაც გატანილი გოლი გარდაცვლილ თანაგუნდელ დანი ხარკეს მიუძღვნა. თუმცა, შემდგომ საბჭომ გადაწყვეტილება გააუქმა და შესაძლოა, ბოატენგის შემთხვევაშიც ასე მოხდეს...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11417