ჯანო ანანიძის გოლი რუსეთის პრემიერლიგის მეხუთე ტურის საუკეთესო გოლად დასახელდა. ინტერნეტპორტალ championat.com-ის ვერსიით, ქართველი შემტევის გოლი მახაჩყალას “ანჟის” კარში ყველაზე ლამაზი გამოდგა პრემიერლიგის ბოლო ტურში.
გოლი მართლაც ლამაზი გამოვიდა, განსაკუთრებით, კომბინაციის მხრივ – ზე ლუიშის ორიგინალურმა და ჭკვიანურმა პასმა მეტოქის მთელი დაცვა უსაქმოდ დატოვა და ჯანოსაც ისღა დარჩენოდა გაეტანა. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ანანიძეც დარტყმის ეპიზოდში იდეალურად გაისარჯა.
შეგახსენებთ, ჯანოს მიმდინარე სეზონში 4 გოლი დაუგროვდა და აქედან 3 პრემიერლიგაში. სხვათა შორის, გამოსარჩევია ის ფაქტიც, რომ ამ სეზონში რუსეთის ჩემპიონატში მეტოქის კარისკენ ანანიძის შესრულებული 7 დარტყმიდან კარის ჩარჩოში 3 მოხვდა და სამჯერვე გოლი გავიდა.