ფეხბურთი

15:33 | 29.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო კობახიძე ტურის სიმბოლურში

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სანდრო კობახიძე უკრაინის პრემიერლიგის მეექვსე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. არც იყო გასაკვირი. კობახიძის “ვორსკლამ” სტუმრად 2:0 სძლია კიევის “დინამოს”, ქართველმა ფეხბურთელმა საგოლე პასი მიითვალა და საერთოდაც, ფლანგზე აშკარად დაჩაგრა ნიკოლაი მოროზიუკი.

კობახიძის გუნდი მეოთხე ადგილზეა და ამ სეზონშიც ევროტურნირებზე გასასვლელად იბრძოლებს. კარგია, რომ სანდრო მშვენიერ ფორმაში ხვდება საქართველო-ავსტრიის მატჩს. ის სეზონში მეორედ მოხვდა ტურის სიმბოლურში.

0.108062